პატრიოტთა ალიანსი

დეკანოზი ილია პატრიოტთა ალიანსს რუსეთის აგენტურას უწოდებს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიოტთა ალიანსს რუსეთის აგენტურას უწოდებს.

სასულიერო პირმა ამ წარწერით ფეისბუქზე პრორუსული პარტიის სარეკლამო ბანერი გააზიარა, რომელზეც არის წარწერა: "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო".

ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

რუსი ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ  24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ 25 აგვისტოს პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი.

კომენტარები