კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია - ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 455 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 196 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთაგან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 17-ის კი - მძიმე.

კომენტარები