ავიაფრენები

გახარია: ქართველი სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით რეისები დაინიშნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისები დაინიშნება. 

მისივე თქმით, ფრენები უახლოეს მომავალში განხორციელდება და ბილეთის ფასი 199 ევროს არ გადააჭარბებს. 

"ახალგაზრდობის სააგენტოს ეფექტური მუშაობით, შესაბამის სამინისტროებთან ერთად, დადგინდა ახალი მიმართულება - ბუდაპეშტი. 

ფრენები განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში და ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ბილეთის ღირებულება ვერ იქნება 199 ევროზე მეტი". – თქვა პრემიერმინისტრმა. 

კომენტარები