ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით, დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე

ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით. აი, ახლაც ძალიან ბევრს არ გიკეთიათ აქ პირბადე. დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე.

მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე ნაკლებად, მაგრამ არის ზრდის ტენდენციაა გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი აქტიურად განვითარდა. დღეს განიხილება პირბადის უფრო მკაცრად, როგორც ერთერთი ყველაზე ძირითადი საშუალების, უფრო მკაცრად, მანდატორულად ტარების აუცილებლობა განიხილება და იქ ჯარიმები რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია. მე ახლა ჯარიმებზე არ ვლაპარაკობ, მოსახლეობის მეტ თვითშეგნებაზე ვსაუბრობ, რადგან ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება დახურულ შენობაში არ არსებობს [...]

ასევე, თუ ღია სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არაა დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება, რაც ინფექციის გავრცელების რისკს სერიოზულად ამცირებს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები