სუპერ თასი 2020

უეფას სუპერ თასს მაყურებლები დაესწრებიან - ისინი სტადიონის 30%-ს დაიკავებენ

UEFA

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფას სუპერ თასს მაყურებლები დაესწრებიან და ისინი სტადიონის 30%-ს დაიკავებენ.

გულშემატკივრები სტადიონზე 24 სექტემბერს დაბრუნდებიან, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მიუნხენის ბაიერნი, ევროპის ლიგის გამარჯვებულს, სევილიას დაუპირისპირდება.

"UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ სუპერ თასზე, რომელიც 2020 წლის 24 სექტემბერს ბუდაპეშტში ჩატარდება მაყურებლები შემცირებული რაოდენობით დაუშვას - სტადიონის 30%-მდე." – წერია განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ტარდება. უეფას სუპერ თასი გახდება პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელსაც გულშემატკივრები დაესწრებიან.

კომენტარები