დუშეთის ავტოკატასტროფა

დეგნანი: ვფიქრობ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა.

"ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო. 

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს." - წერს კელი დეგნანი.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები