ბელარუსი-რუსეთი

ლავროვი: შუძლებელია დაამტკიცო, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში არ გაიმარჯვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ ბელარუსის არჩევნებს, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაიმარჯვა. 

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი გამოდის მოწოდებით, რომ ბელარუსში ფართო ეროვნული დიალოგი დაიწყოს.  

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდებააქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამდე, სანამ არ შესრულდება სამი მოთხოვნა: ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

ამავდროულად, 18 აგვისტოს პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა ან ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მიუღებელი იქნება.

ამავე დღეს, პუტინი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ელაპარაკა და მასაც განუცხადა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება.

კომენტარები