მამუკა ხაზარაძის საქმე

მაია ცქიტიშვილი: გადასარჩენი გახარიას არაფერი არ სჭირს

საქართველოს მთავრობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ე.წ მუქარის წერილის საქმეს ეხმაურება, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღო. ცქიტიშვილის თქმით, ამ წერილს არანაირი კავშირი არ აქვს გახარიასთან და მას გადასარჩენიც არაფერი არ სჭირს.

"ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც მაშინ ბატონ გახარიასთან. რაც ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, გადასარჩენიც გახარიას არაფერი არ სჭირს". – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

დღეს, 22 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ წერილზე, რომელიც ხაზარაძემ უწყებაში მიიტანა, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ არის, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ირონიულად გამოეხმაურა შეკითხვას ე.წ მუქარის წერილზე

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

კომენტარები