ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ირანი

ირანმა ყასემ სოლეიმანის და აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის სახელობის რაკეტები გამოსცადა

ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2020 - 14:23
tbl.ge/50i2
დაკოპირდა
Reuters
Reuters
Reuters
Reuters

ირანმა ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰატამი.

მისი თქმით, ერთ-ერთ რაკეტას 1 400 კილომეტრის დაფარვა შეუძლია და მას სახელი "მოწამე ყასემ სოლეიმანი" ირანელი გენერლის პატივსაცემად ეწოდა. მეორე რაკეტას, რომელიც 1 000 კილომეტრს ფარავს, სახელად "მოწამე აბუ მაჰდი" ჰქვია.

"ჩვენთვის რაკეტები მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ რადიუსი 300-დან 1000 კილომეტრამდე 2 წელიწადზე ნაკლებში გავზარდეთ დიდი მიღწევაა". - თქვა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ. ის ირწმუნება, რომ სარაკეტო პროგრამა თავდაცვით მიზნებს ემსახურება.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტარული ქვედანაყოფის ყუდსის მეთაური, გენერალი, ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული დრონის ავიაიერიშის დროს მიმდინარე წლის იანვარში მოკლეს. ამავე იერიშისას მოკვდა ერაყის სამხედრო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

აშშ ირანს კვლავ მოუწოდებს შეწყვიტოს სარაკეტო პროგრამა. ახალი რაკეტების გამოცდის პარალელურად ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს აამოქმედოს გაეროს უშიშროების საბჭოს მექანიზმი, რომელიც 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების შემდგომ მოხსნილ ყველა სანქციას დააბრუნებს.

ირანიირანული რაკეტებიყასემ სოლეიმანიჰასან რუჰანირაკეტებიბალისტიკური რაკეტასარაკეტო გამოცდააშშ-ირანი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 21:10მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას ვერ დაესწრება – ირანის წარმომადგენელი ინდურ ტელევიზიასთან
  • ორშაბათი, 1 ივნისი, 2026 - 13:20ირანმა იანვრის საპროტესტო აქციების ორი "ლიდერი" სიკვდილით დასაჯა
  • ორშაბათი, 25 მაისი, 2026 - 23:07მედია: ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა
  • ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026 - 12:19ირანში ისრაელისთვის ჯაშუშობის ბრალდებით მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
  • სამშაბათი, 10 მარტი, 2026 - 06:07ავსტრალიაში ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 5 მოთამაშეს ჰუმანიტარული ვიზა მისცეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ვაზიანის აეროპორტი 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში - იოსელიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 18:53

ვაზიანის აეროპორტი 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში - იოსელიანი

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 18:40

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:31

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕