internet explorer

ბრაუზერი INTERNET EXPLORER არსებობას წყვეტს

ExactHire

კომპანია Microsoft-ის განცხადებით, ბრაუზერი Internet Explorer არსებობას 2021 წლის 17 აგვისტოს შეწყვეტს.

უკანასკნელი ვერსია Internet Explorer 11 მიმდინარე წლის 30 ნოემბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა დეველოპერებმა პროექტზე მუშაობა შეწყვიტეს.

მომავალ წლამდე ნელ-ნელა მოხდება 300-ზე მეტი აპლიკაციის გაუქმება ან სხვა ბრაუზერებზე გადაწყობა, რომლებიც აქამდე Internet Explorer-ზე იყო მიბმული. 

Microsoft-ი მომხმარებელს ბრაუზერ Edge-ზე გადასვლას სთავაზობს.

კომენტარები