წყალდიდობა ჩინეთში

ჩინეთში წყალდიდობაა, დაიტბორა ლეშანის გიგანტური ბუდას ქანდაკება

Reuters

ჩინეთში მდინარე იანძი ადიდდა. ტერიტორიიდან გაიყვანეს 100 000-ზე მეტი ადამიანი. წყალმა ლეშანის გიგანტური ბუდას ქანდაკებამდეც მიაღწია. ქანდაკება 1 200 წლისაა და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ადგილობრივი მთავრობა, პოლიცია და მოხალისეები ქანდაკების წყლისგან დაცვას ქვიშის ტომრებით ცდილობენ.

გიგანტური ბუდას ქანდაკებამდე წყალმა 1949 წლის შემდეგ პირველად მიაღწია. მდინარე იანძის ადიდება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

კომენტარები