წყალდიდობა ჩინეთში

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 87 ადამიანია დაღუპული

Reuters

ჩინეთში მეორე დღეა წყალდიდობაა. BBC-ის ცნობით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 87 ადამიანია, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულათ ითვლება.

დატბორილი და დაშლილია 50 000-მდე სახლი. ყველაზე მეტად ჰებეისა და ჰენანის პროვინციებია დაზარალებული. ჰენანის პროვინციაში 18 000-ზე მეტი სახლია განადგურებული.

ჩინეთის მთავრობიშ თქმით, ისინი მზად არიან სტიქიის შედეგად მილიონ დაზარალებულს ზარალი აუნაზღაურონ. 400 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

კომენტარები