წყალდიდობა ჩინეთში

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 22 დაკარგულად ითვლება

aljazeera.com

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 22 დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, წყალდიდობა ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, დატბორა ქალაქები და გაანადგურა სახლები. წყლის დონემ დასაშვებ ზღვარს 60 სხვადასხვა მდინარეში გადააჭრბა და 1.2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.

წინასწარი მონაცემებით, დაინგრა 38 000-ზე მეტი სახლი, 880 000 ჰექტარზე კი განადგურდა მოსავალი. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი ზარალს ითვლის.

კომენტარები