წყალდიდობა ჩინეთში

წყალდიდობა ჩინეთში: 141 ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდაა დაკარგული

Shutterstock

რამდენიმეკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია. სტიქიამ 27 მილიონი ადამიანი დააზარალა. 2.7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ოფიციალური ინფორმაციით 141 ადამიანი დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

დაიტბორა 28 000 სახლი და 3.5 მილიონი ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწები. პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 11 მილარდ დოლარს მიაღწია.

სტიქიასთან გასამკლავებელ სამუშაოებში ჩართულია ათასობით სამხედრო. დაზარალებული რეგიონების მხარდასაჭერად გამოყოფილია $44 მილიონი დოლარი.


 

კომენტარები