ხანძარი გონიოში

გონიოში, სასტუმრო "მგზავრებში" ხანძარი იყო

kavkazplus

გონიოში, სასტუმრო მგზავრებში ხანძარი იყო. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, სასტუმროს მეექვსე სართულზე მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. 

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძარი ლოკალიზებულია. 

კომენტარები