კრის დელია

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობი კრის დელია მომავალი ფილმიდან ამოჭრეს

Variety

სტრიმინგსერვისმა Netflix-მა ზაკ სნაიდერის ახალი ფილმიდან Army of The Dead სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობი კრის დელია ამოჭრა.

დელიას ნაცვლად როლს სცენარისტი და მსახიობი ტიგ ნოტარო შეასრულებს. ფილმის გადაღებები 2019 წელს დასრულდა, კორონავირუსის პანდემიის დროს მიმდინარეობდა სამონტაჟო სამუშაოები. ნოტაროს სცენებს მწვანე ფონზე გადაიღებენ და სურათში მონტაჟის საშუალებით ჩაამატებენ.

დაზარალებული სიმონა როსის თქმით დელია მას სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გამოგზავნას თხოვდა. როსი იმ დროს 16 წლის იყო. მსახიობი ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები