ავარია ფონიჭალაში

ქვემო ფონიჭალაში ავარიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქვემო ფონიჭალაში ავარიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია გარდაცვლილებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები