ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. აი, რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული. მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი, კილოგრამი ატამი. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული.
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: ნაცების დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს 1კგ-2 ლარი, ეს ჩვენი დიდი წარმატებაა
tbl.ge/502q
დაკოპირდა

თქვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: ბოკერიაა მთავარი შემოქმედი იმ სიბოროტის, რაც ბოლო 10 წელია ქვეყანაში ხდება
- ღარიბაშვილი: ბატონი ბოკერია თვითონ წარმოადგენს ბოროტ მასხარას
- ღარიბაშვილი: გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, მათთვის მიუღებელია ეკლესია, ჯარი, პოლიცია
- ღარიბაშვილი: პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს არ ვუპასუხებ, მათ მიმართ ვალდებულება არ მაქვს
- ღარიბაშვილი: ივანიშვილს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს ამ ქვეყანაში