აშშ-ბელარუსი

პომპეო: ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რასაც მოითხოვენ

Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება.

"ჩვენ გვინდა, რომ ბელარუს ხალხს ჰქონდეს ის თავისუფლება, რასაც მოითხოვენ და ფიქრობენ, რომ მათ საუკეთესო ინტერესშია".

პომპეო თვალს ადევნებდა ბელარუსის არჩევნებს – "ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ეს გვანაღვლებს, რადგან ჩვენ ძალიან გვანაღვლებს ბელარუსი ხალხი".

"ჩვენ თვალს ვადევნებთ პროტესტს," – პომპეო ბელარუსს დაჟინებით მოუწოდებს, რომ არაძალადობრივი პროტესტი დაცული უნდა იყოს, ხოლო შეიარაღებული, არავის ინტერესშია.

"ჩვენ გავაგრძელებთ ლაპარაკს რისკებზე, რაც ბელარუსი ხალხის წინაშეა და ჩვენ გვინდა, მათ ჰქონდეთ თავისუფლება ისევე, როგორც გვინდა ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდეთ. თქვენ ახსენეთ ირანი, რუსეთი, ჩინეთი – ჩვენ გვინდა ყველა მათგანს ჰქონდეს იგივე შესაძლებლობები და თავისუფლებები და ჩვენ გავაგძელებთ მაქსიმუმის გაკეთებას, რათა ეს ბელარუს ხალხსაც მივცეთ." – განაცხადა პომპეომ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან, ანდრეი ბაბისთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მესამე დღეა ბელარუსში აქციის მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.2% აიღო.

10 აგვისტოს ღამეს დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მას ხელში “გაურკვეველი ასაფეთქებელი მოწყობილობა” აუფეთქდა. 11 აგვისტოს დემონსტრანტის დაღუპვის ადგილზე აქციის წევრებმა ყვავილები მიიტანს. ისინი პოლიციამ დაარბია.

გაიზარდა დაშავებულთა და დაპატიმრებულთა რიცხვი. 9 და 10 აგვისტოს მონაცემებით, ბელარუსის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში 5000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-მდე აღწევს.

ადგილობრივი მედია საშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი.

11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვისკენ, შეკრებისგან თავის შეკავებისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

კომენტარები