აშშ-ის არჩევნები

ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი დაასახელა.

"ადამიანს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს პრეზიდენტობის დროს. თუმცა, მათგან პირველი ვიცეპრეზიდენტის არჩევაა.  გადავწყვიტე, რომ კალამა ჰარისი საუკეთესო კანდიდატია, რომელიც დამეხმარება დონალდ ტრამპთან და მაიკ პენსთან ბრძოლაში და 2021 წლის იანვრიდან ქვეყნის მართვაში." – დაწერა ჯო ბაიდენმა.

კამალა ჰარისი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა დეკემბერში განაცხადა, რომ მას გამოეთიშებოდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჰარისმა ფინანსური პრობლემები დაასახელა.

2017 წლიდან კამალა ჰარისი კალიფორნიის სენატორია და სენატში მყოფი ერთადერთი შავკანიანი ქალია. მანამდე მას კალიფორნიაში პროკურორის თანამდებობა ეკავა.

2019 წლის აპრილში კამალა ჰარისი ამბობდა, რომ მას სჯერა იმ ქალების, რომლებიც ჯო ბაიდენს "არასასურველ შეხებაში" ადანაშაულებენ

"მე მათი მჯერა და ვაფასებ მათ იმისთვის, რომ მათ თავიანთი ისტორიის მოყოლა შეძლეს და ამის გამბედაობა ეყოთ." – ამბობდა ის.

კომენტარები