ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

პროტესტის მეორე ღამე ბელარუსში, დაიღუპა ერთი ადამიანი [ფოტოები]

სამშაბათი, 11 აგვისტო, 2020 - 14:02
tbl.ge/4zr0
დაკოპირდა
Василий Федосенко / Reuters / Scanpix / LETA
meduza
Василий Федосенко / Reuters / Scanpix / LETA
Наталья Федосенко / ТАСС / Scanpix / LETA
Дарья Бурякина / TUT.BY
Сергей Гапон / AFP / Scanpix / LETA
Наталья Федосенко / ТАСС / Scanpix / LETA
Сергей Гапон / AFP / Scanpix / LETA
Ольга Шукайло / TUT.BY
Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA
meduza
Евгений Ерчак / EPA / Scanpix / LETA
Евгений Ерчак / EPA / Scanpix / LETA
Сергей Гапон / AFP / Scanpix / LETA
meduza
Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA
Евгений Ерчак / EPA / Scanpix / LETA
Евгений Ерчак / EPA / Scanpix / LETA

არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტი ბელარუსში გრძელდება. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დემონსტრანტები და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის მონაწილეებმა მინსკში ბარიკადების აგება სცადეს. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად კვლავ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

აქციების მეორე ღამეს დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ბელარუსის შსს-ს განცხადებით, მას ხელში “დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა” აუფეთქდა.

გაიზარდა დაკავებულთა და დაშავებულთა რიცხვი, ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. ის ამჟამად ლიტვაში იმყოფება. ქვეყნის დატოვებამდე ის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში მივიდა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივრის შესატანად.

პროტესტის პირველი ღამის შემდეგ ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, აქციების დროს დაშავდა პოლიციის 39 თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი. პროტესტის დროს დააკავეს 3000-ზე მეტი ადამიანი, მათგან დაახლოებით 1000 მინსკში, დანარჩენები კი ბელარუსის ოცდაათამდე სხვა ქალაქში.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ და ევროკავშირი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაგმეს ძალადობა და ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ბელარუსიაქციები ბელარუსშიდემონსტრაციები ბელარუსშიმინსკიბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2020 - 22:29ლუკაშენკომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა
  • სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2020 - 23:11კუბამ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარა
  • ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2020 - 11:58ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, საბჭოს მიზანი ახალი არჩევნების ჩატარებაა
  • სამშაბათი, 18 აგვისტო, 2020 - 11:55კანადა და ირლანდია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს
  • ორშაბათი, 17 აგვისტო, 2020 - 23:20კანდელაკი: ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ჩვენს რეგიონზეც უზარმაზარი გავლენა ექნება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:38

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:23

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:14

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 19:03

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 18:50

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ

ყველაზე კითხვადი

"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
1"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
2ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
42015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
5დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში