ახალი საქართველო

ვაშაძე: გპირდებით, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას. 

ვაშაძის შეფასებით, "დამსხვრეული ოცნებების პარტიას" არ შეუძლია, რომ გაკეთებული საქმეებით მიიმხროს ამომრჩეველი და არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა მათ უნდა დაუჭიროს მხარი. 

"გაღარიბებულ ქვეყანაში პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ბევრი საქმეა დაწყებული ქვეყანაში, მოსახლეობის დაცინვაა. არცერთი ჩვენგანი არ არის სულელი, 8-წლიანი დაპირებების შემდეგ დამსხვრეული ოცნებების პარტიამ მთლიანად დაკარგა ქართველი ხალხის ნდობა". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ახალი საქართველოს ლიდერის თქმით, გაზრდილი ფასების ფონზე შემცირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობა დღეს საქართველოში შიმშილს ებრძვის, მმართველი გუნდის ლიდერები კი ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი არ წყვეტენ საკუთარ ჯიბეებზე ფიქრს კორუფციული გარიგებებით. 

"ქართული ოცნება თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა მთავრობას მიმართა და უთხრა, რომ მათი დრო ამოიწურა. 

"საკმარისია საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება თქვენი ტყუილი დაპირებებით, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში აგრძელებს ცხოვრებას, ქართული ოცნების ჩინოვნიკები კი ამ ფონზე მდიდრდებიან. გპირდებით, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

კომენტარები