საქართველოს შეიძლება ქონდეს ამბიცია, იყოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. ქონდეს ამბიცია, რომ სწრაფად განვითაროს ეკონომიკა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამბიცია, რომ შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი. თუ ეს ამბიცია არ გვაქვს, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ქვეყანა, რომელიც უბრალოდ აკოპირებს სხვა ქვეყნებიდან რეფორმებს. ბევრი რამ, რაც გაკეთებულა და რასაც მომავალში გავაკეთებთ, უნდა იყოს უნიკალური - დიახაც, ქართული, იმიტომ, რომ ჩვენი გენეტიკა, ჩვენი წარსული, ისტორია, გვაძლევს იმის ყველა შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, სადაც იცხოვრებენ ბედნიერი, თავისუფალი და წარმატებული ადამიანები.
tbl.ge/3jvj
დაკოპირდა

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე სიტყვით პოლიტიკური გაერთიანების ყრილობაზე გამოვიდა.