კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე მესტიაზე: კორონავირუსმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად წასულა

სამწუხაროდ, მოხდა, ის რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით და შედეგი სახეზე გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევა თბილისში და ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს ყველა არ დავემორჩილებით, აი ,შემდეგ იძულებულები გავხდებით, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ერთადერთი რაც შემიძლია, მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად დაიცვან წესები. მუნიციპალიტეტში ვინც არის დარჩენილი იქ, რა თქმა უნდა, წესები გამკაცრდება, ნიღბის ტარება ყველგან დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა, მათ შორის ღია სივრცეებში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

კომენტარები