ბეირუთში მომხდარი აფეთქება

ჯორჯ და ამალ კლუნებმა ბეირუთში დაღუპულების ოჯახებისთვის $100 000 გაიღეს

GETTY IMAGES

ჯორჯ და ამალ კლუნებმა, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახების დასახმარებლად, 100 000 დოლარი გაიღეს.

მათ თანხა სამ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხეს და იმედი გამოთქვეს, რომ დაზარალებულებს სხვებიც დაეხმარებიან.

"ძალიან შეწუხებულები ვართ ბეირუთში მცხოვრები ხალხის გამო და იმით, რისი ხილვაც მათ უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოუწიათ. ჩვენ 100 000 დოლარს გავიღებთ და იმედი გვაქვს, რომ სხვებიც შეეცდებიან დახმარებას." – წერია წყვილის განცხადებაში.

4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მძლავრი აფეთქება მოხდა. 

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა, 5 000-ზე მეტი დაშავდა, 250 000 კი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები