ლიბანი - როგორ აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის მოწინავე ქვეყანა კოლაფსის პირას"ვფიქრობ, ერაყში ინტერვენციის დროს ჩვენ ბოლომდე არ ვიცოდით, თუ რამდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული სექტარიანულ დაყოფას ახლო აღმოსვლეთში, ჩვენ ეს არ გვესმოდა". – ეს სიტყვები ალჟირსა და სირიაში აშშ-ს ყოფილ ელჩს, რობერტ ფორდს ეკუთვნის. მართლაც, თუ შესაძლებელია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონის ერთი წინადადებით დახასიათება, ეს სწორედ სექტარიანულ დაყოფას უნდა ეხებოდეს.