Dirty Dancing

DIRTY DANCING-ის სიქუელი გამოვა - ფილმში ჯენიფერ გრეი კვლავ ითამაშებს

Dirty Dancing

საკულტო ფილმის Dirty Dancing-ის სიქუელი გამოვა - ამის შესახებ ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს.

სიქუელს გადამღები სტუდია, Lionsgate-ი გადაიღებს. აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ფელტეიმერის თქმით, ფილმის გაგრძელება რომანტიული და ნოსტალგიური იქნება.

"[ფილმი] ზუსტად ისეთივე რომანტიული, ნოსტალგიური იქნება, როგორსაც ფანები ელოდებიან და რატომაც ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა კომპანიის ისტორიაში." – თქვა მან.

ფილმში მთავარ როლს, კვლავ, ჯენიფერ გრეი შეასრულებს.

1987 წელს გამოსულ Dirty Dancing-ში პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდებათ. სცენარი მათი სიყვარულის ისტორიის გარშემო ვითარდება.

პატრიკ სუეიზი 2009 წელს, პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარები