სტრიმინგ სერვისმა Hulu-მ სერიალ High Fidelity-ს დახურვა გადაწყვიტა.
2020 წელს დაწყებულ სატელევიზიო შოუს, რომელშიც მთავარ როლს ზოი კრავიცი ასრულებს, მხოლოდ ერთი სეზონი ჰქონდა.
სერიალი 1995 წელს გამოსულ იმავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. წიგნის მიხედვით, 1999 წელს ფილმი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლები ჯონ კიუსაკმა და ზოი კრავიცის დედამ, ლიზა ბონეტმა შეასრულეს.
"მინდა მივმართო High Fidelity-ს ოჯახს, მადლობა იმ სიყვარულისთვის რომელიც ამ შოუს შექმნაში ჩადეთ, თქვენთან ვალში ვარ. მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელსაც ვუყვარდი და მხარს გვიჭერდა". – წერს სოციალურ ქსელში კრავიცი.