კონდოლიზა რაისი

კონდოლიზა რაისი: საქართველომ დემოკრატია და ეკონომიკა თვითონ უნდა ააშენოს

საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ, შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ  უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ.  საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის.  საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა.  ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია.

აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, "ამერიკის ხმამ" ჰკითხა, როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ.

კომენტარები