ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ინფორმაცია ტაბულას თოფაძის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ დაუდასტურა.

ბუსა ჟვანიას გუშინ, 3 აგვისტოს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გაზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

თოფაძეს უპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები