The Rolling Stones

ROLLING STONES-მა ჯიმი პეიჯთან ერთად ჩაწერილი უცნობი სიმღერა გამოაქვეყნა

The Rolling Stones

Rolling Stones-მა ჯიმი პეიჯთან ერთად 1974 წელს ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნა.

სიმღერას  ჰქვია Scarlet და ის ჯგუფს ოფიციალურად არასოდეს გამოუშვია.

Rolling Stones-ის გიტარისტი, კიტ რიჩარდსი ყვება, რომ კოლაბორაციის იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც ისინი ჩამწერ სტუდიაში შევიდნენ, Led Zeppelin კი ამავე სტუდიას ტოვებდა.

"ისინი სტუდიიდან გადიოდნენ, შემდეგები ჩვენ ვიყავით და მე მჯერა, რომ ჯიმიმ დარჩენა გადაწყვიტა. ეს უბრალოდ დემონსტრაციისთვის ჩაწერილი სიმღერა იყო, მაგრამ კარგი გამოვიდა. უმჯობესია გამოვიყენოთ". - თქვა კიტ რიჩარდსმა.

მოისმინეთ 46 წლის შემდეგ გამოქვეყნებული სიმღერა:

კომენტარები