სრულიად მოულოდნელად, ბრიტანულმა ჯგუფმა The Rolling Stones-მა, ახალი სიმღერა "Living in a Ghost Town" გამოუშვა.
ჯგუფის ვოკალისტის, მიკ ჯაგერის თქმით, მან სიმღერა კიტ რიჩარდსთან ერთად დაახლოებით ერთი წლის წინ დაწერა.
"ეს არ იყო დაწერილი ახლანდელი რეალობისთვის, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი უცნაური რაღაცებიდან. სიმღერა დაიწერა იმის ადგილის შესახებ, რომელიც ერთ დროს სიცოცხლით იყო სავსე, თუმცა ახლა სიცოცხლისგან გადაკარგულია. მე გიტარაზე ვუკრავდი და ეს უცბად, 10 წუთში დავწერე", - თქვა მიკ ჯაგერმა Apple Music-ზე ზეინ ლოუისთან საუბრისას.
მისივე თქმით, მან და კიტ რიჩარდსმა პირვანდელ ვერსიაში რაღაცები შეცვალეს და ტექსტი ნაწილობრივ გადააკეთეს.
იუთუბზე სიმღერის მოკლე ვერსია, თრეილერი გავრცელდა: