განზრახ მკვლელობის მცდელობა

POG: ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბუსა ჟვანიას ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძე განზრახ მოკვლის მიზნით დანით რამდენჯერმე დაჭრა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. "მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე".

პროკურატურის ცნობით, ამოღებულია ნივთმტკიცების სახით ამოღებულა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

"2020 წლის 03 აგვისტოს ბ.ჟ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება".- წერია პროკურატურის განცხადებაში. 

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის საქართველოს ყოფლი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი გუშინ, 2 აგვისტოს დააკავეს. 

კომენტარები