ავტოავარია

ჩოხატაურში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

flickr

ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები