2020 წელს გარდაცვლილები

85 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი უილფორდ ბრიმლი გარდაიცვალა

Leafypage

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი უილფორდ ბრიმლი. სიკვდილის მიზეზად თირკმელების დაავადება სახელდება, რომელსაც მსახიობი გასული ორი თვის განმავლობაში ებრძოდა.

ბრიმლი თავდაპირველად რეჟისორ ჰოვარდ ჰიუზის პირადი მცველი იყო, პარალელურად კინოში, ეპიზოდურ როლებში ჩნდებოდა. პოპულარობა მსახიობთან მხოლოდ 80-იან წლებში მოვიდა, როდესაც ჯონ კარპენტერის The Thing-ში და რონ ჰოვარდის Cocoon-ში მეორეხარისხოვანი სახასიათო როლები შეასრულა. 

უილფორდ ბრიმლის უთამაშია ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა The Firm, Seinfield, Eternity, Hard Target, Act of Vengeance.

კომენტარები