კორონავირუსი და ტურიზმი

საბერძნეთის ელჩი: ბევრი ვიბრძოლეთ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ

ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს, გეტყვით, რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით.

საბერძნეთმა, "შავ სიაში" შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო.

საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა. იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო, საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ

საბერძნეთის ელჩი საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის და უკვირს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი. რუსთავი ორთან ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საბერძნეთს კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვს, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს, რომელსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა.

კომენტარები