კორონავირუსი საქართველოში

ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო

ფორმულა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მუნიციპალური ინსპექციისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღის განმავლობაში 500-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება ლილოს ბაზრობაზეც. 

"დაახლოებით 4300-მდე ადამიანია გამოკვლეული. გუშინ და დღეს დავიწყეთ კვლევები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დინამოს ბაზრობაზე. აქ ინფექციაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია".- ამბობს გამყრელიძე. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 177 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 955 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები