რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ გადადგომის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. გარკვეული დროის უკან მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება", - ამბობს ჯაფარიძე.
კითხვაზე, თუ რატომ გადადგა სტიქიის ფონზე, ჯაფარიძე პასუხობს, რომ სტიქიის პრევენციული ღონისძიებები ეფექტურად მიმდინარეობს "და, ზოგადად, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას დასჭირდება გარკვეული დრო - დიდი დრო."
"მთავარია, როგორ მოახერხებს გუნდი სტიქიის სწორად მართვას.
ძალიან ბევრი არასერიოზული კითხვა ისმის. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება", - უთხრა არჩილ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
ჯაფარიძემ თანამდებობა დღეს, 31 ივლისს დატოვა.