ავარია

გმირთა მოედანზე ავარიას სკუტერის მძღოლი ემსხვერპლა

flickr

თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას სკუტერის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სკუტერი შეეჯახნენ. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები