რეკლამა

® საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. აგრომიმართულების ხელშეწყობის მიზნით ბანკისა და შპს ყვარლის ბაგას პარტნიორობით კახეთის რეგიონში, ყვარელში, მეცხოველეობის ფერმა გაფართოვდა. 

კომპანია დაარსდა 2010 წელს კახეთში, კერძოდ, ყვარელში. ფერმის ძირითადი საქმიანობა რძის წარმოებაა. მაღალი ხარისხის რძის წარმოებას მაღალმწარმოებლური, ჰოლშტინის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი განსაზღვრავს. ფერმა აგებულია ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელიც ევროპულ მოდელთან შედარებით, ფლობს რიგ უპირატესობებს, რაც ძირითადად მოიცავს პირუტყვის კომფორტს, ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. მიმდინარე ეტაპზე შპს ყვარლის ბაგას საშუალო თვიური წარმადობა 665 ათასი ლიტრი რძეა. ფერმა დღეის მდგომარეობით 2 000-მდე ძროხას იტევს, რასაც ოპერირებას უწევს კომპანიის დაახლოებით 60 თანამშრომელი. რძის ხარისხი  ყოველდღიურად კონტროლდება ფერმაში არსებული ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით. გარდა ამისა, საბოლოო ხარისხი თავად გადამამუშავებელ კომპანიებში მოწმდება.

საქართველოს ბანკის ცნობით, ყვარლის ბაგა საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია რძის წარმოების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა რეგიონში. დაარსების დღიდან დღემდე მუდმივად ხდება საწარმოს გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით დაუჭირა ბანკმა მხარი ფინანსურად, რამაც ჯამში დაახლოებით 5.8 მლნ ევრო შეადგინა. ინვესტიცია სხვადასხვა სამუშაოს დაფინანსების მიზნით, კერძოდ, მსხვილფეხა საქონლის შეძენის, შიდა ინფრასტრუქტურის და საწარმოს გაფართოებისთვის ძირითადი საშუალებების (სადგომების მოწყობა; უახლესი ტექნიკის შეძენა) დაფინანსების მიზნით გაიცა. 

კომენტარები