NDI-ის კვლევა

NDI: 19% საერთოდ არ ღელავს, რომ შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდეს, 35% ძალიან ღელავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 19% საერთოდ არ ღელავს, რომ მომავალში თავად ან თავისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. 

გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად ღელავს, 35% კი ძალიან ღელავს. 


ფოტო: https://www.ndi.org/

კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები