NDI-ის კვლევა

NDI: COVID 19-ის შესახებ ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ NCDC მიაჩნიათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

NDI-ის კვლევის თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90% დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ენდობა;

85% - საქართველოს ხელისუფლებას;

73% - ჟურნალისტებს/მედიას;

66% - ადგილობრივ ხელისუფლებას,

61% რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან და ახლობლებისგან იღებს.

კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ ფეისბუქზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61%, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს, ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37% - საკუთარ ინსტინქტებს ენდობა.

NDI-მ 26-30 ივნისს გამოიკითხა 1150 ადამიანი. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები