სახელმწიფო ქონების უკანანოდ მითვისება

საგამოძიებო: სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა კახეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები. დაკავებული უკანონოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას – 7 303 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები