წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

livepress

წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილ უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

დაცვის მხარე ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად 100-100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

26 ივლისს თემურ ღვინჯილია და საკრებულოს თანამშრომელი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკისას 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. 

ღვინჯილია ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ მანქანა მასთან ერთად დაკავებულ პირს ათხოვა, ხოლო როდესაც ის დაბრუნდა, სიგარეტით იყო დატვირთული.

საქმეზე გამოძიება მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები