წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

shutterstock

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თემურ ღვინჯილია დააკავეს. ინფორმაცია მთავარ არხს წალენჯიხის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღვინჯილია კონტრაბანდული სიგარეტის გასაღებისთვის დააკავეს. 

"ახლა გავიგე, რომ დაკავებულია და დეტალებს მეც ახლა ვარკვევ. სად მიჰქონდა, რა მიჰქონდა, რამდენი მიჰქონდა, ჯერჯერობით არ ვიცი". – ამბობს წალენჯიხის მერი მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

ტაბულა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები