რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსი ფუმფულა სათამაშოს ქურდს გამოსასყიდს სთავაზობს

My Celebrity Life

რამდენიმე დღის წინ ვანკუვერში მცხოვრებ მარა სორიანოს ზურგჩანთა მოპარეს. დოკუმენტებისა და ტექნიკის გარდა ჩანთაში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ფუმფულა დათუნია იდო, რომელიც სორიანოს გარდაცვლილი დედის ხმით ლაპარაკობს. დაზარალებულმა სოციალურ ქსელში ქურდს მხოლოდ სათამაშოს დაბრუნება სთხოვა.

პოსტს მალევე დედპულის ვარსკვლავი, რაიან რეინოლდსი გამოეხმაურა.

"ვთავაზობ $5000-ს ნებისმიერს ვინც მარას დათუნიას დაუბრუნებს. ზედმეტი კითხვები არ იქნება. ვფიქრობ ყველას გვსურს დათვი სახლში დაბრუნდეს". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

მსახიობის განცხადებას სხვა ცნობილი კანადელებიც გამოეხმაურნენ. წამყვანმა ჯორჯ სტრომბოლუპოლუსმა და რეჟისორმა როუსონ მარშალ ტერბერმა სათამაშოზე ასევე 5000 დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესეს.

 

კომენტარები