რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსი: ქუჩას ჩემი სახელი არ დაარქვათ

People

კანადელი მსახიობი რაიან რეინოლდსი მშობლიურ ვანკუვერში ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭების ინიციატივას გამოეხმაურა.

"კარგი ინიციატივაა, მაგრამ უარი უნდა ვთქვა. ნუ დაარქმევთ ქუჩას ჩემს სახელს, საცობის შემთხვევაში ყველამ რაიან რეინოლდსს უნდა აგინოს. ეს ამბავი მხოლოდ ჩემი ძმებისთვის იქნება სახალისო". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

მსახიობი ცოლთან, ბლეიკ ლაივლისთან ერთად ქველმოქმედებაში აქტიურად არის ჩართული. მას შემდეგ, რაც წყვილი უსახლკარო ადამიანებს $500 000-იანი დონაციით დაეხმარა, ვანკუვერის ერთ-ერთმა რადიომ მსმენელებს რომელიმე ქუჩისთვის რაიან რეინოლდსის სახელის დარქმევა შესთავაზა, მოგვიანებით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი.

ამავე თემაზე:

კომენტარები