აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი უკანონოდ დატყვევებულ საქართველოს სამ მოქალაქეს ათავისუფლებს, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს. სუს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს ტაბულასაც.
სუს-ის ცნობით, გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეები მიხეილ ლამანძია, ვახტანგ ლამანძია და ბუთხუზ კვირკვია არიან.
უწყების წარმომადგენლები მოქალაქეებს ენგურის ხიდზე ელოდებიან.