აშშ-ს თავდაცვის აქტი

აშშ-ს თავდაცვის აქტი: გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონზე საქართველოს, უკრაინის ჩართულობით

dailypolitical.com

23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომლითაც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

აქტში ლაპარაკია რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე და ამისათვის ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს და უკრაინის ჩართულობის მნიშვნელობა:

"იმისათვის, რომ გავაძლიეროთ რუსეთის აგრესიის შეკავების პოლიტიკა, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა

  • გააგრძელოს ევროპული შეკავების ინიციატივის დაფინანსებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რათა აღმოვფხვრათ შესაძლებლობებში არსებული ჩავარდნები და ვროპაში განთავსებული ერთობლივი ძალების ინფრასტრუქტურული საჭიროებები.
  • გაზარდოს ევროპაში განთავსებული შეიარაღების მარაგი.
  • აშშ-ს ძალები როტაციულად უნდა გაიგზავნონ რუმინეთსა და ბულგარეთში და გაგრძელდეს საწვრთნელი პროგრამები ისეთ სამხედრო ლოკაციებზე, როგორებიცაა ბანაკი მიხაილ კოგიელნიჩანუ რუმინეთში და ნოვო სელოს საწვრთნელი ბაზა ბულგარეთში.
  • გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რეაგირებისათვის, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ჩართულობით.
  • გაიზარდოს ფოკუსი არქტიკაში სპეციალურ წვრთნებსა და საზღვაო ოპერაციებსა და წვრთნებზე.

აქტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო აქტივობებს, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვით ქმედებებს შეეხება. ის 21 ივლისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით 125-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარები