მოქმედ პოლიციელს გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, პოლიციელი დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. პროკურატურა სხვა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, ექვსიდან რვა წლამდე.